04 მაისი 2024,   22:22
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდვითარება კვლავ მძიმდება - დელტა ვარიანტის გამო ევროპის ქვეყნების ნაწილი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

მსოფლიოში კოვიდვითარება დღითი-დღე მძიმდება. ახალი დელტა ვარიანტი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამები. ევროპის ქვეყნების ნაწილი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავენ და მოუწოდებენ განვითარებულ ქვეყნებს, დროულად დაეხმარონ სხვებს. სპეციალისტები ღარიბ ქვეყნებში სტატისტიკის საგანგაშო ზრდას პროგნოზირებენ. ამ დროისთვის პლანეტის თითქმის 20%-ია აცრილი, მათი დიდი ნაწილი სწორედ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სადაოდ რჩება საკითხი - იმოქმედებს თუ არა დადებითად კოვიდ-სერთიფიკატების შემოღება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ პირველი ივლისიდან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს უფრო იოლად და თავისუფლად შეეძლებათ მოგზაურობა, თუმცა უდიდესი ავიაკომპანიები გადაწყვეტილებას არ მიესალმებიან და აცხადებენ, რომ აეროპორტები მსგავს დატვირთვას ვერ გაუძლებენ.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები