16 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
აუცილებელია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრები გალში რაც შეიძლება მალე განახლდეს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები

აუცილებელია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრები გალში რაც შეიძლება მალე განახლდეს - ასე ეხმაურებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 53-ე რაუნდს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე მონაწილის შეხვედრიდან გასვლის გამო არსებითი დისკუსია ვერ შედგა დევნილთა საკითხზე. თანათავმჯდომარეებმა ყველა მხარეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ჟენევაში მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში შედგება.

დღის ამბები