გიორგი გახარია მედიასთან გამოჩნდა. ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი გახარია გორში, პარტიის ოფისის გახსნას დაესწრო. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შეერთებულ შტატებში მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ყოფილი პრემიერი ფაქტს უარყოფს და მედიას აკრიტიკებს.
"კურიერმა" გახარიას ვაშინგტონში ვიზიტისას გაარკვია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, რაც თავად გახარიამაც დაადასტურა, თუმცა დღეს ამ თემაზე დასმულ შეკითხვას, მისი მხრიდან მედიის კრიტიკა მოყვა.
"შექმნეს რაღაც ტყუილზე დაფუძნებული "ფეიკ ნიუსი" ჩვენ აშშ-ში არანაირი გადაკვეთა არ გვქონია. პარტია "საქართველოსთვის" არანაირ ალიანსს "ნაციონალური მოძრაობასთან" არა განიხილავს და ვერ განიხილავს,"- აცხადებს გიორგი გახარია.
რაც შეეხება მის პოლიტიკური გეგმებს:
"არ ვუღალატებთ ჩვენ პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის, საქართველოს მომავლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ყველამ ერთად, მიუხედავად იმისა ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები გვაქვს, ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო,"- აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.