16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ოპოზიციის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და უგულავას პროცესების გააქტიურებით ხელისუფლება პოლიტიკოსების დაკავების მცდელობას განაგრძობს

ხაზარაძე-ჯაფარიძისა და უგულავას სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და პროცესების გააქტიურება წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ხდება.

მათი თქმით, ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს არღვევს და პოლიტიკოსების დაკავების მცდელობას განაგრძობს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ პროცესებს შორის კავშირს გამორიცხავენ.

უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარის თქმით, ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესების მიმდინარეობასა და მოახლოებულ არჩევნებთან რაიმე სახის ბმის მოძებნა ღია კარის მტვრევის მცდელობაა. 

დღის ამბები