ამსტერდამის მერი თბილისის მერს მიმართავს. ფემკე ჰალსემა წერილში, კახა კალაძეს სთხოვს, რომ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, რათა ლგბტქ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.
"ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად ამსტერდამის პრაიდის ელჩი დაესწრება, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის," – აღნიშნულია წერილში.