გლდანის მოსახლეობა მიწების დაბრუნებას მოითხოვს. "თეთრი ტბის" მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრეები, მერიას უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილობრივების თქმით, წლების წინ დაკანონებული მიწები თბილისის მერიამ რეკრეაციულ ზონად გამოაცხადა და ადამიანებს არ აქვთ საშუალება საკუთარი მიწები პირადი მიზნებისთვის გამოიყენონ.
აქციას პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძეც შეუერთდა.
"თვრამეტ ოჯახს მოულოდნელად, როცა ჰქონდათ მათ ნაყიდი საკუთრება, ელოდებოდნენ მშენებლობის ნებართვას, მოულოდნელად შეუცვალეს სტატუსი მათ ნაკვეთებს და მიანიჭეს სარეაკრიაციო ზონის სტატუსი. მერიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს არათანმიმდევრულობას და სავარაუდოდ კერძო ინტერესებს" - განაცხადა პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ.