16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კაციანი სია - ვინ უცხადებს ბოიკოტს მიმდინარე პროცესს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. პირველი მოსმენა სამშაბათს იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება, თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია მიიღებს, თუ არა პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის უმრავლესობა.

მოსამართლეების მოსმენას პარლამენტი სამშაბათიდან დაიწყებს, ოპოზიცია სახალხო დამცველი და არასამთავრობოების ნაწილი, პროცესს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ შესაძლოა პარტიების ნაწილმა გადაწყვეტილებას გადახედოს. დღეს ოპოზიციას ამ თემაზე შიდა კონსულტაციები ჰქონდა.

ოპოზიციის გარდა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია მესამე სექტორის პოზიციაც, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ჩაერთონ.

უმრავლესობის კრიტიკის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოზიციას არ ცვლის. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა შერჩევა არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის საბჭომ წარუდგინა. პროცესები საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირას დაიწყება.

დღის ამბები