16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
ვაფრთხილებ პრემიერს, ჩვენ არ ვხუმრობთ, მივდივართ რომ ჩავშალოთ, შემდეგ მივადგებით მას კაბინეტში - გურამ ფალავანდიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა - აგურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა. 

როგორც რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენელი ფალავანდიშვილი აცხადებს, ღირსების მარში ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება და პრემიერს აფრთხილებს, რომ მას კაბინეტშიც მიადგებიან.

"თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბუნძურის პრაიდს ვშლით," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები