16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა ძალადობა" - ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აგრესიული ძალები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,  უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.  ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს»

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუამაშვილის თქმით, დღევანდელი ძალადობა, სწორედ პრემიერ-მინისტრის წახალისებით მოხდა:

"ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც წაახალისა ის ძალადობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ თბილისის ქუჩებში. იმის მაგივრად რომ მოეწოდებინა პოლიციისთვის წესრიგი დაეცვათ, ოპოზიციისკენ იშვერს ახლა ხელს. მაგრამ ბოროტი გველეშაპის შესახებ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. კეთილი ინებონ და დაამყარონ ქვეყანაში წესრიგი და დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას. მაინტერესებს ჟურნალისტები და ოპერატორებიც პრაიდის მონაწილეები არიან, რომლებიც დღეს გახდნენ თავდასხმის ობიექტები," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ადამიანებმა პოზიციის გამოხატვა შეძლონ და პოტენციურ მოძალადეებს არ მიეცეთ ძალადობის საშუალება

"ამ კონკრეტულ სიტუაციაში ორ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანებს შორის მხოლოდ ერთს აქვს პრეტენზია ძალადობაზე. მე მგონი პოლიციის პირდაპირი ვალდებულებაა ისე მოიმოქმედოს რომ ორივე ჯგუფმა პოზიცია გამოხატოს, მაგრამ პოტენციურმა მოძალადეებმა ვერ შეძლონ ძალადობა," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ მარშმა მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაიარონ:

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩაიაროს ღირსების მარშმა და ამ ადამიანების შეკრებამაც რომელსაც ახლა ვხედავთ, რომელებიც არის აგრესიულები და პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებენ მონაწილეებს.დღეს 100% პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების, რაც მოხდება დღის განმავლობაში,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები