ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.
განცხადება პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებელია ლგბტ თემის დაცვაზე.
ევროპარლამენტარმა საკუთარ განცხადებას თან ის წერილიც დაურთო, რომელიც, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ევროპარლამენტარებმა შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს.