16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
ვინ შევიდა ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა რიგებში შეკრებილი მოქალაქეების გარდა - "თბილისი პრაიდის" ბოლო დღის პოლიტიკური შეფასებები

ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა რიგებში მხოლოდ რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები არ ყოფილან. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ის აქციის ჩატარებას არ მიესალმება და ეს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილით ახსნა.

პრემიერ-მინისტრმა "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დაინახა. ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რიგითობის მიხედვით გაიმეორეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც - მმართველი გუნდის დეპუტატებმა და ბოლოს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ოპოზიცია კი, რომელსაც მთავრობა რევანშისტულ ძალას უწოდებს, მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის უკან სწორედ ხელისუფლებას ხედავს.

უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერის განცხადებამ ჰომოფობიური ჯგუფები წაახალისა.

დღის ამბები