16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი საპატრიარქოს ღიად უპირისპირდება - რატომ უწოდა დავით ბერძენიშვილმა ეკლესიის წინამძღოლს ეგზარქოსი 

"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი საპატრიარქოს ღიად უპირისპირდება.

დავით ბერძენიშვილმა, ქართული ეკლესიის წინამძღოლს რუსი ეგზარქოსი უწოდა და სამოციქულო ეკლესია ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მრევლის შეკრება დედაქალაქის მთავარ გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მოხდა და საპატრიარქოს მიერ ძალადობის ღია მხარდაჭერა იყო.

"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელს საპატრიარქომ კონტრ-ბრალდებით უპასუხა. დავით ბერძენიშვილისგან განსხვავებით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საპატრიარქოს ღია კრიტიკისგან თავი შეიკავა.

დავით ბერძენიშვილის პოზიცია, მმართველ გუნდში კი  ეკლესიის მტრობად აღიქვეს.

დღის ამბები