პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ადამიანები განსხვავებული პოზიციებისა და განწყობების გამო ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ.
მისივე თქმით, იმაზე, რაც დღეს მოხდა მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.
მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ნორმალურია, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოზიციები და განწყობები ჰქონდეთ, მაგრამ არ აქვთ უფლება რომ ერთმანეთს ამის გამო დაუპირისპირდნენ. აქ კი, უმნიშვნელოვანესი სწორი სამართლებრივი რეაგირებაა. აქ იგულისხმება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეაგირებაც, ყველა იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც დღეს გამოაშკარავდა,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.