16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
არ შეიძლება პროტესტი სხვისი შეურაცხყოფის ხარჯზე - ანრი ოხანაშვილი

არ შეიძლება პროტესტი სხვისი შეურაცხყოფის ხარჯზე - ასე ეხმაურება უმრავლესობა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმას ჟურნალისტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს არის დანაშაული, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

მმართველ გუნდში ასევე აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დაპირისპირება და ვითარების დაძაბვა ოპოზიციის, კონკრეტულად კი "ნაცმოძრაობისა" და რუსეთის ინტერესებში შედის.

"ნებისმიერი პირი, ვინც გაბედა და ჩაიდინა შესაძლო სამართალდარღვევა თუ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მიუღებელი და დაუშვებელია, რომ რაიმეს აპროტესტებ და ძალადობით. პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, ვინც შესაძლოა გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი, დაეცვათ.

შესაძლოა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოხდა კონკრეტული ძალადობა, თუმცა ამ ყველაფერს ექნება რეაგირება," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები