16 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
10 კაცი ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია ან ვაჟკაცობა? - კახა კუჭავა ძალადობრივ აქციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ჰომოფობიური დაჯგუფებების მიერ, გუშინ გამართულ აქციასა და მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს გამოეხმაურა. 

კახა კუჭავამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ძალადობა ყველა მხრიდან დასაგმობია.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოსავალს მკაცრი რეაგირებაში ხედავს. 

"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, მსგავს ქმედებებს გამართლება არ აქვს. ძალადობა ყველა მხრიდან დასაგმობია.

ისტორიულად, ჩვენს ქვეყანას სიყვარული და ჩვენი რელიგია გვაერთიანებს, რომელიც ერთმანეთის პატივისცემისკენ მოგვიწოდებს. 

ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, აბსოლუტურად მიუღებელია.

10 კაცი ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობა? ან ვისი სახელით აკეთებენ ამას, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები. ჟურნალისტები და ოპერატორები არიან ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის არ აქვს უფლება შეაფერხონ მათი საქმიანობა.

მიუხედავდ იმისა, რომ გუშინ განცხადება გავაკეთე, შემდეგ ის კადრები, რაც ვიხილე, შეუძლებელი იყო მკაცრად არ გაკრიტიკებულიყო.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტზე, ტურისტიც კი დაშავდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ასე ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები იქნებიან ოპერატორები და ჟურნალისტები,  უნდა გავამართლოთ მათ შვილებზე ძალადობა?! გამოსავალი ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირებაა,"- აცხადებს კახა კუჭავა. 

დღის ამბები