პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს.
დღეს განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. ოპოზიცია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"მოვიდნენ და გვითხრან რატომ მოხდა, ვინ დაგეგმა. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია თუ ეს იყო რუსული ძალები, ამასაც უნდა გასცეს სუსმა პასუხი. ეს არის აუცილებელი, არ შეიძლება ამის გატარება უბრალო განცხადებით. პარლამენტი ან არის პარლამენტი, ან მოხდება პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაცია, ისევე როგორც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგა მთლიანად სახე და ვერ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.