პარლამენტთან სადაც 20:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან მისვლა და ადგილის დაკავება სცადეს, მათ შორის იყო გურამ ფალავანდიშვილიც. პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი თავისი მხარდამჭერებთან ერთად ადგილიდან გაიყვანა.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა თავისუფალია.