ცესკოს თავმჯდომარეობისთვის ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 კანდიდატი იბრძოლებს, წევრობისთვის კი 16.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადი პარტია "გირჩი -მეტი თავისუფლების" წევრმა იმედა კლდიაშვილმა შეიტანა, ხოლო წევრობაზე ცესკოს ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ხუსკივაძემ. ეს სწორედ ის აკაკი ხუსკივაძეა, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე იყო დაკავებული. ის მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია კანდიდატების განაცხადების შესწავლას იწყებს.