16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია ძალისმიერი მეთოდების გარეშე დაარეგულიროს. სირაძის თქმით, პირველ რიგში ისინი პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების მიერ ტერიტორიის უსაფრთხო დატოვებას უზრუნველყოფენ:

"ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი. აქცია დასრულებულია, პირველ რიგში პარლამენტის მიმდებარე აქციიდან ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.

პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუაცია და ესეც არის და შესაბამისად მშვიდობით დასრულდება ყველაფერი დამერწმუნეთ," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები