რუსთაველის გამზირზე სადაც ერთმანეთის პარალელურად ანტიძალადობრივი აქცია და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოწყობილი კონტრაქცია იმართებოდა სპეცრაზმი გამოჩნდა. ადგილზე მისულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
სპეცრაზმის გამოყვანა სავარაუდოდ კონტრაქციის მონაწილეების ადგილიდან გასაყვანად გახდა საჭირო, რომლებიც მთელი საღამოს განმავლობაში აგრესიული ქმდებებით გამოირჩეოდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ მიმდინარე ანტიძალადობრივი აქცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები აგრესიულ ქმედებებს აგრძელებენ.