დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში სიძულვილის ჯგუფების წახალისებაზე საუბრობს.
DRI-ში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ უარი უთხრა "თბილისი პრაიდს" კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით, პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, რომ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები.
"საპოლიციო ძალა მიზანმიმართულად არ იყო მობილიზებული. აუცილებელი იყო, ორგანიზატორების მიმართ საქმეები აღძრულიყო, იმის დამტკიცების შემდეგ, რომ ეს ძალადობრივი აქცია მართლაც მათ დააორგანიზეს,"- აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი გიორგი წიქარიშვილი.