16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
"ხელისუფლებამ იმოქმედა გუშინ არაადეკვატურად, პირველ რიგში, მათმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ" - რომან გოცირიძე

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და მედიის წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია, ხოლო გამოხატვის თავისუფლებას კონსტიტუცია უზრუნველყოფს. 

"ხელისუფლებამ იმოქმედა გუშინ არაადეკვატურად, პირველ რიგში, მათმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და წახალისებული იყო, მათ შორის, ეკლესიის მიერ. როდესაც არავის სჯიან, ან ვერ სჯიან იმის გამო, რომ ეს მათი პარტიული აქტივია და მერე, ხვალ არჩევნებში ესენი გამოვლენ და ზონდერებად გადაიქცევიან, აი, ამაში არის მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლების,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე მომხდარ მოვლენებს ანტიდასავლური განწყობების გამაღვივებელ კამპანიას უწოდებს. 

"ეს არ იყო რომელიმე კონკრეტული უმცირესობის, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, ან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული კამპანია. ეს იყო მთლიანად ანტიდასავლური განწყობების გამაღვივებელი კამპანია, რომელსაც სათავეში ჰყავდა "ქართული ოცნება,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

დღის ამბები