16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
პრეზიდენტის სპეციალური კომისია ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არჩევს - 11-დან გასაუბრების ეტაპი 8 კანდიდატმა გაიარა

პრეზიდენტის სპეციალური კომისია ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არჩევს. 11-დან გასაუბრების ეტაპი 8 კანდიდატმა გაიარა, 3-ს საბუთები წესრიგში არ აღმოაჩნდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მსურველებს შორის მოხვდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მედიკოსები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები. სიაში არიან ცესკოს მოქმედი თანამშრომლებიც.

პრეზიდენტთან პროცედურები მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი მაქსიმუმ სამ სახელს და გვარს პარლამენტს წარუდგენს. ამის შემდეგ დეპუტატებმა პოლიტიკური კონსესუსის შედეგად უნდა გადაწყვიტონ, რომელიმე მათგანი იმსახურებს თუ არა პასუხისმგებლობას - ჩაატაროს არჩევნები 2021.

დღის ამბები