პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს. საკითხზე დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. წარმოდგენილი ცვლილებებით, ბიუჯეტი მილიარდზე მეტით იზრდება.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტში - მომატებულია COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები, გაზრდილია თანხა ბავშვების სოციალური დახმარებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის.
ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტის ამ ფორმით მიღება ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს. შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შედგება, რის შემდეგაც ცვლილებები დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომაზე გავა.
"ბიუჯეტი იზრდება მილიარდით. 2.3 მილიარდი იყო შარშან ნასესხები ფული და ნაცვლად იმისა, რომ ფულს გაუფრთხილდნენ სამომავლოდ და არ დაიწყონ კვლავ ფლანგვა, ახლა მიდის ყველა მიმართულებით ფულის მიყრა სადაც კი შეიძლება რაღაცა მოტეხოს ხელისუფლებამ ან ასოცირებულმა ბიზნესმა.
ზედმეტად ოპტიმისტურად არის გაწერილი საშემოსავლო გადასახადები და ბიუჯეტის ამ ფორმით მიღება ძალიან მძიმედ დაარტყამს ლარს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას " წევრმა რომან გოცირიძემ.