03 ოქტომბერი 2024,   19:25
ვრცლად
დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის მერიას დაპირების შესრულებას სთხოვენ

ე.წ. „ბოშების ბაზრობაზე“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქცია ბაზრობის ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ მერია და კონკრეტულად ქალაქის მერი დავით ნარმანია 2 სახის დახმარებას დაპირდა. ერთი - უნდა მომხდარიყო მოვაჭრეთათვის კრედიტების გადავადება და მეორე - დამწვარი ინფრასტრუქტურის აღსადგენად უნდა გამოყოფილიყო თანხა.

მოვაჭრეთა თქმით, მათთან 23 სექტემბერს მივიდა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად თანხები არ გამოიყოფოდა.

ე.წ. „ციგნების ბაზრობა 16 სექტემბერს დაიწვა. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები