16 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
სასამართლოს მიმართ ნდობა გასაძლიერებელია, ვისურვებდი სისტემა მეტად ყოფილიყო გახსნილი - მოსამართლეობის კანდიდატი

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მმართველი გუნდი მოსამართლეების შერჩევის პროცესს აგრძელებს. უკვე 2 საათია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. იურიდიული კომიტეტის წინაშე კითხვებს ქეთევან მესხიშვილი პასუხობს. გასაუბრების მესამე დღეს კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა იგეგმება - რევაზ ნადარაიას დეპუტატები 4 საათზე შეხვდებიან.

ქეთევან მესხიშვილის მიმართ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეკითხვა შეეხებოდა იმას, უქმნის თუ არა უხერხულობას ის კონტექსტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ახლავს თან. რაზეც მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი იყო, რომ თუ პროცესის შეჩერება ან დროში გახანგრძლივება სასამართლოს ავტორიტეტს მოუმატებს, ის ამის მომხრე იქნება.

ფრიდონ ინჯიამ ჰკითხა მოსამართლეობის კანდიდატს, თუ რამდენად თავისუფალია სასამართლო და ჩაკეტილია თუ არა სასამართლო სისტემა:

"ვფიქრობ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გასაძლიერებელია, ვისურვებდი რომ სისტემა უფრო მეტად ყოფილიყო გახსნილი,"- განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა აღნიშნული კითხვის პასუხად.

სასამართლოს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე დასვეს კითხვები უმრავლესობის დეპუტატებმა. მათი ნაწილი დაინტერესდა რას ფიქრობდა კანდიდატი 2012 წლამდე სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხზე.

"იყო უფრო მეტი გამოწვევა, ყველა დროში არსებობს მოსამართლისთვის გამოწვევა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. მაგრამ  სახელმწიფო როცა აძლევს დამოუკიდებლობის ბერკეტს, მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა.  ეს გარანტია არ იყო," - განაცხადა  ქეთევან მესხიშვილმა 2012 წლამდე სასამართლოს მდგომარეობის შესახებ გიორგი ამილახვრის კითხვის საპასუხოდ.

ე.წ კლანურ მმართველობაზე კითხვის საპასუხოდ კი ქეთევან მესხიშვილმა თქვა, რომ სისტემაში არსებობენ იდეურად დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს ვერ უქმნიან დამოუკიდებელ მოსამართლეებს.

დღის ამბები