16 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი ევროპული ღირებულებების მქონე გუნდია - მარიამ ქვირვიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" სტუმრობისას, ორი დღის წინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აქცენტი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს.

მისივე განცხადებით, საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად აღმართა  ევროკავშირის  ჩამოხსნილი დროშა და ეს არის უდიდესი გზავნილი. მოხარული ვარ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გუშინვე ვიხილეთ მათი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც ქვეყნისადმი, რომელსაც აქვს სწორი ევროპული ღირებულებები - ჩვენ არცერთი წუთით არ გადაგვიხვევია ამ ღირებულებებისთვის და არც ვაპირებთ, რომ გადავუხვიოთ. ჩვენი გზა არის  ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ევროპული ღირებულებების მქონე გუნდი. ამიტომ მინდა, ყველას ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვუთხრა - არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი დაუშვებს ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობებს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

დღის ამბები