მორიგი დახმარება ევროკავშირისგან - საინვესტიციო გეგმის ნაწილი საქართველოცაა. ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებისთვის 4 მილიარდ ევრომდე თანხას მიიღებს.
დახმარება, რომელსაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ელოდება, სხვადასხვა მიმართულებას მოხმარდება, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარების, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტების.
თითქმის 4 მილიარდი დოლარიდან ნახევარს საქართველო გრანტის სახით მიიღებს, მეორე ნახევარს კი სესხად.