"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ენმ უახლოეს დღეებში წარადგენს მერობის კანდიდატს და ასევე ექნება, როგორც გუნდის, ასევე ხედვების პრეზენტაცია.
"უახლოეს დღეებში წარვადგენთ კანდიდატს, თბილისის მერობის კანდიდატი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი.
"ნაციონალური მოძრაობა" წარადგენს, როგორც გუნდს, ასევე ხედვებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა და ოპოზიციური ერთობა უნდა იგრძნობოდეს.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიამ საკუთარი რეიტინგის გაზრდისთვის ისარგებლოს.
ეს არ არის ის არჩევნები, სადაც პარტიებმა ამ პრიზმაში უნდა დაინახოს თავისი პოლიტიკური მოცემულობა,"-აღნიშნა თინატინ ბოკუჩავამ.