პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს.
"დღეს ჩვენ ქვეყანაში არის გლოვის დღე, ამიტომ ერთად დავდგეთ და უბრალოდ ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გავატარებთ და არ მოვითმენთ ჩვენი თანამოქალაქეების უმოწყალო ცემას.
საპატრიარქომ აუცილებლად უნდა გააკეთოს ადეკვატური რეაგირება იმ სასულიერო პირებთან მიმართებაში, რომლებიც ღიად და აშკარად, დასაბუთებულად და დამტკიცებულად მონაწილეობდნენ ძალადობისკენ მოწოდებების განხორციელებაში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.