რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დაიწყო. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხვალ დილამდე აქვს ვადა, ხვალ დილით კი უნდა გადადგეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის დღეიდან პრემიერ-მინისტრი.
"ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის," - განაცხადა ვახო სანაიამ.