საქართველოს პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო სექტორმა, დღის ბოლოს გამართული აქციის პარალელურად, განცხადებაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება 5 ივლისს, თბილისში მომხდარ ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა 19 არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამისი უწყებებისგან ძალადობის ყველა ორგანიზატორის, მონაწილისა და წამქეზებელის, მიუხედავად მათი სტატუსისა, კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.