მზადება საპროტესტო აქციისთვის - მედიის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვეს, მას მერე, რაც მათი ულტიმატუმი ამოიწურა და პარლამენტში არ შეუშვეს. მათი ნაწილი ამ დრომდე პარლამენტის შენობასთან რჩება.
"ვიკრიბებით 6 საათზე ჩვენი უფლებების დასაცავად. ამ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, თუ რა ძალა აქვს მედიას. ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად ერთიანი და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია მედია და მგონია, რომ ძალიან მალე მათ მოუწევთ პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პირველ რიგში, დაისაჯოს მოძალადე პრემიერი, რომელმაც დღეს გაბედა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაგვადანაშაულა ჩვენ," - აღნიშნა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
"არ შეიძლება, ხელისუფლებამ ქვეყანაში წაახალისოს მოძალადე ჯგუფები, ველურები გამოყაროს ქუჩაში, აცემინოს, თავპირი დაამტვრიონ ჟურნალისტებს, შემდეგ ადამიანი მოკვდეს, ბინძური ჭორები აუგორონ და ეს ყველაფერი შერჩეს ხელისუფლებას. ეს არ მოხდება," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა.