16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ სააკაშვილი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს" საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

"რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები, მას აქვს ფული და ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას. რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ სააკაშვილი, თუმცა მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ არიოს ეს ქვეყანა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები