ენმ-ის წევრ გიორგი ბოტკოველის თქმით, არსებულ ვითარებაში ოპოზიციის მთავარი ბერკეტი და სწორი გამოსავალი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.
"პარლამენტს არ გააჩნია ნება იმისა, რომ აქ მართლა კანონები მიიღებოდეს ისეთი, რომელი კანონებიც ქვეყნის განვითარება და ადამიანების უკეთესს ცხოვრებას ემსახურება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ბოიკოტი არის ყველაზე სწორი გამოსავალი.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ პროცესში მონაწილეობას, რომელსაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" ჩათვლის საჭიროდ," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა "დღის კურიერის" ეთერში.