16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან მომიტინგეებს და არა ძალადობრივ დამნაშავეებს - ჯიმ რიში

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატებიც ეხმაურებიან - მათ შორის, შეერთებული შტატების სენატორი ჯიმ რიში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცია"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".

სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები დასაგმობია. 

მისივე განცხადებით, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები.

"კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან მომიტინგეებს და არა ძალადობრივ დამნაშავეებს," - წერს ტვიტერზე სენატორი.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამნაშავები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.

"ჟურნალისტებსა და ლგბტ საზოგადოების წევრების მიმართ ძალადობა სრულიად მიუღებელია და საჭიროა დაიგმოს. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ," - აცხადებს ან ​ლინდე.

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების გარემოებასა და ჟურნალისტებზე თავდასხმებზე სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა დაიწყოს.

დღის ამბები