რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ანგარიში გაავრცელა, რომელიც მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეეხება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ არის.
"ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა საქართველოში კვლავ დაბალია და ისინი მოითხოვენ უფრო ფართო ავტონომიას, მათ შორის - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში," - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.
ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოიცავს მხოლოდ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს და არ შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომელთანაც რუსეთის ფედერაციას შედარებით ნორმალური ურთიერთობები აქვს.