16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
IPRM -ის 101-ე შეხვედრა დასრულდა - რა მოლოდინები გამოიკვეთა ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 101-ე შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.

"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ პროცესები რომ არ დავაზიანოთ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. რაც შეეხება ოჯახს, ოჯახთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია პერმანენტულად და იქნება შენარჩუნებული.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მაცხოვრებელს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს, ყოველთვის იქნება მიუღებელი," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 27 სექტემბერი განისაზღვრა.

დღის ამბები