"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს კოლეგებმა, ოჯახმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" იზიარებს ლექსოს ოჯახის მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ამ მძიმე წუთებში.
"რუსთავი 2" სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს და მათთან ერთად დგას მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
"რუსთავი 2" კატეგორიულად მოითხოვს დაისაჯოს ყველა მოძალადე რომელიც მედიის წარმომადგენლებზე 5 ივლისს ფიზიკურად ძალადობდა, ასევე ყველა ის პირი ვინც თავისი განცხადებებითა, თუ ქმედებით ხელს უწყობდა რეპორტიორების დარბევას, დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა ვისაც ევალებოდა, მაგრამ ვერ ან არ დაიცვა მედია ძალადობისგან.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. 5 ივნისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლექსო ლაშქარავაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.