24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვეს.
ცხრავე დაკავებული ამბობს, რომ პოლიციას მათი აყვანის საფუძველი არ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურა სამართალწარმოების გაგრძელებას საერთოდ არ აპირებს.