16 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან გამომდინარე მე საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ - თორნიკე შარაშენიძე

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოში 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენების შესახებ, სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუმცა, მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებზე გამოძიების შედეგად დამნაშავეებს არ დასჯის, შესაძლოა საფრთხე მომავალში დადგეს.

"მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, თუ მთავრობა არ დასჯის მოძალადეებს და გააგრძელებს რაღაცების კეთებას, რაც არ მოგვეწონება ნორმალურ ადამიანებს და ამერიკის მთავრობას, მერე ალბათ შეიძლება გახდეს საფრთხე რეალური სანქციების დადების, თორემ ახლა ამ განცხადებიდან გამომდინარე მე ამას ნამდვილად ვერ ვხედავ.

რახან ეს გახმოვანდა ასე საჯაროდ ბრიფინგზე, თავისთავად ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტი საუბარი მიდის დახურულ კარს მიღმა ვაშინგტონში და თბილისში, აქაურ საელჩოსა და ჩვენს მთავრობას შორის და იქ ჩვენს საელჩოსა და ამერიკის მთავრობას შორის, თავისთავად ცხადია ამაზე უფრო ინტენსიური საუბარი მიდის, ამაზე იქნება მოლოდინი და მკაცრი მონიტორინგი ამერიკის მხრიდან. ასეც უნდა იყოს ხო?! რად გვინდა ჩვენ ამერიკისგან თითის დაქნევა იმაზე, რომ მთავრობამ გამოიძიოს ის საშინელება, რაც მოხდა 5 ივლისს," - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

დღის ამბები