16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
როდესაც ოპოზიციას უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წარმოაჩინოს როგორც სანქციით დამუქრება, ეს მათ ამორალურ სახეს აჩვენებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების გამო სანქციები, შესაძლოა, ერთ-ერთი იარაღი იყოს, კონკრეტულ კითხვაზე იყო პასუხი და ამ კითხვის კონტექსტშიც თავად იყო აქცენტები დასმული სანქციებზე. 

"ეს იყო 5 ივლისის კონტექსტში კითხვაზე პასუხი. როდესაც ოპოზიციას უნდა, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც სანქციით დამუქრება და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოჩენა "ცეკად", ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ამორალურ სახეს. ეს, ასევე, აჩვენებს იმას, თუ როგორ ესმით მათ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები