16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

სხდომას ბრალდებული არ დაესწრება - ის დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებულია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას პროცესების მანიპულაციაში ადანაშაულებენ.

მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მის ხელმძღვანელობას ედავებიან.

დღის ამბები