16 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ბოლო არჩევნებმა საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობა შეიწირა - ლელა ტალიური

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მოსმენა გრძელდება - დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს გია ცაცაშვილს, რომლის შემდეგ მათ კითხვებს ლელა ტალიურმაც უპასუხა. ის ცესკოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატია.

ლელა ტალიურს დეპუტატებმა ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ის "სამართლიანი არჩევნების" პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით, ასევე 4 ნოემბრის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ლელა ტალიურის ორგანიზაცია ხელს არ აწერდა. კანონმდებლები, დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ რა გახდა ამ ფაქტის მიზეზი, ასევე როგორია მისი ხედვები ცესკოს განვითარებასთან და უწყების ნდობის ამაღლებასთან დაკავშირებით.

"ის ერთი ფრაზა, რომელმაც მე ფაქტობრივად მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ არა, უნდა ყოფილიყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ის, რომ აქ ეწერა, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ვერ ჩაატარა ხელისუფლებამ. ეს განცხადება თუ არ ვცდები მომზადდა არჩევნების მეორე დღეს, შეიძლება ღამეს, ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება მე სადმე ჩავთვალე, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება.

მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან პრობლემური არჩევნები. ეს იყო არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობა შეიწირა," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ლელა ტალიური ლელა ტალიური.

ამჯერად დეპუტატები თამარა სართანიას უსმენენ. სწორედ ამ წუთებში პასუხობს ის დეპუტატების კითხვებს.

პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 3 ვაკანტურ ადგილზე საერთო ჯამში 6 პირი წარუდგინა - აქედან ორი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.

დღის ამბები