საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ბელგიაში არსებულ მძიმე სტიქიურ მოვლენების შესახებ წერს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბელგიამ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს," – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.