16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - რას აცხადებს მამუკა მდინარაძე იმ მედიებზე, რომლებიც მთავრობამ "სამხედრო ქალაქის" ღონისძიებაზე არ მიიწვია 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე "სამხედრო ქალაქის" მშენებლობის პროცესის ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერი დაესწრო და რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვიეს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მდინარაძე ირწმუნება, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური აქტივობებით, არ წარმოადგენენ მედიასაშუალებას.

"1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: 

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, 
არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - წერს მდინარაძე.

დღის ამბები