ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოიყენოს, თუმცა კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ განსხვავებული პოზიციების დაახლოება დიალოგით მოხდება.
დიპლომატის განმარტებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხელს უწყობს რუსულ დეზინფორმაციას, ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე.
"ბევრი რამ რაც ახლა ხდება, რუსულ დეზინფორმაციას ხელს უწყობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. როგორც მე ვთქვი და სახელმწიფო დეპარტამენტში გაჟღერებული სანქციები არის ერთ-ერთი ბერკეტი, თუმცა გვირჩევნია განსხვავებული პოზიციების დაახლოება დიალოგით მოხდეს. ვფიქრობ დიალოგი ამისთვის საუკეთესო გამოსავალია," - განაცხადა კელი დეგნანმა.