16 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე და ბერბიჭაშვილიც... ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ - რომელი მხარეს ვდგავართ - აქციაზე - "ლექSOSთვის"გიორგი მარგველაშვილი მივიდა

მედიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე - "ლექSOSთვის" ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ლექსოსთვის. ჩვენ აქ დღეს ვდგავართ თავისუფალი სიტყვისთვის, მაგრამ უმეტესად ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოსთვის. იმისთვის რომ სიტყვას - საქართველო - შევძინოთ ის აზრი, ის ძალა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, რომ დავტვირთოთ ეს სიტყვა ჩვენი წარსულით, რომელიც გვეამაყება.

ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც. ქართველი იყო ვაჟა-ფშაველაც, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც. ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ - რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ ჩვენ. ჩვენ ეს არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს, რომელი საქართველოა ის საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ, რომელ წარსულს ვაძლიერებთ, რომელ ჩვენს წარსულს ვხედავთ მომავალში. თქვენ ვინც აქ დგახართ დღეს, ეს არჩევანი უკვე გააკეთეთ. ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა მოწამე ამ არჩევანის. მე დღეს აქ ლექსოს პატივისცემით ვდგავარ, და მე აგრეთვე ვდგავარ საქართველოსთვის," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები