16 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ჩაშლილი სხდომა - როდის დაიბარებენ ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთხელ პარლამენტში, 2 დღეში გაირკვევა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. როდის მივა ვახტანგ გომელაური კიდევ ერთხელ პარლამენტში, ორ დღეში, ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.

დღეს სხდომათა დარბაზში გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ოპოზიციის ნაწილი ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა. მმართველი პარტიის წევრებმა პროტესტის ფონზე სხდომის გაგრძელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალეს.

დღის ამბები