ბათუმი მე-17 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. წელს ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ესტუმრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
საკვანძო საკითხი მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ფორმატის, იგივე ასოცირებულთა ტრიოს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა - მთავარ მიზნად კი ერთობლივი ძალისხმევით ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება სახელდება.
სწორედ ამიტომ, ქართველი მასპინძლები შარლ მიშელის გარდა ბათუმში მაია სანდუსა და ვლადიმერ ზელენსკისაც ელიან.
კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილია ლიდერების სამმხრივი შეხვედრა. პარალელურად, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და დემოკრატიის გაძლიერებაზე იმსჯელებენ მოწვეული ექსპერტები.